Deprecated: iconv_set_encoding(): Use of iconv.internal_encoding is deprecated in /home/portaiti/public_html/geo/libraries/joomla/string/string.php on line 28

Deprecated: iconv_set_encoding(): Use of iconv.input_encoding is deprecated in /home/portaiti/public_html/geo/libraries/joomla/string/string.php on line 29

Deprecated: iconv_set_encoding(): Use of iconv.output_encoding is deprecated in /home/portaiti/public_html/geo/libraries/joomla/string/string.php on line 30
სტატიები

God-01GEO

მანანას ხილვა

სხვა სამყარო - სადაც ვიყავი, რაც მოვისმინე და განვიცადე - მანანა

      პატარაობაში ხშირად ვავადმყოფობდი, როგორც ჩვეულებრივად ყველა ბავშვს ემართება ხოლმე, და ბებიამ 3 წლის ასაკში მშობლებისგან ჩუმად წამიყვანა და მეზობლის 12 წლის გოგონას მოანათვლინა ჩემი თავი „სიონში." მშობლები ჩემს მონათვლას არ ჩქარობდნენ. ბებიას შაბათ-კვირაობით მე და ჩემი ძმა დავყავდით ტაძარში. („სიონში", „დიდუბეში", „ქაშვეთში", „წმიდა მარინეს ეკლესიაში"). დღესასწაულებზე ნათესავებთან ერთად ავდიოდით „მთაწმინდაზე" - „მამა დავითის" ტაძარში. ბავშვური გონება ცოცხლად ინახავდა ჩემში ღმერთის განცდის სიხარულს. ასე რომ ბავშვობიდან ვიცოდი ღმერთის შესახებ, ვგრძნობდი მის სიახლოვეს, შეწევნას და მფარველობას, თუმცა გაუაზრებლად.
    პატარაობაში ვმეგობრობდი ბიჭებთან, რადგან ვხედავდი, რომ გოგოები სულ მეტიჩრობდნენ და ერთმანეთში ჭორაობდნენ, მე კი ეს არ მომწონდა, რადგან ვეძებდი სამართლიანობას და თანასწორობას, რასაც ვხედავდი ბიჭებში და სულ მათთან ვთამაშობდი: ფეხბურთს, ხელბურთს, სხვადასხვა თამაშებს, დავქროდი ველოსიპედით, ერთი სიტყვით ვიქცეოდი ბიჭივით. ერთხელ მეზობელთან სტუმრად იყო მისი შვილიშვილი სასომხეთიდან, 3 წლის ბიჭი - ანდრია, რომელიც სულ შარვლითა და მოკლედ შეჭრილი თმებით მხედავდა. ერთ კვირა დღეს, სტუმრად მივდიოდით და დედამ ძალით ჩამაცვა კაბა, ამ ბავშვმა რომ დამინახა, გაოცებული მიყურებდა და მკითხა: „Манана, ты девочка?" (მანანა, შენ რა გოგო ხარ?) - ეს დიდხანს დარჩა სალაპარაკოდ. შემდეგ მთელი ცხოვრება ვეძებდი მიზანს, თუ რისთვის ვცხოვრობ? ღმერთმა ნიჭი მომმადლა და ყველაფერი გამომდიოდა რასაც ხელს მოვკიდებდი, მაგრამ ვიყავი ზარმაცი. ბევრი რამ გამოვცადე: სკოლაში დავდიოდი სპორტზე, ცეკვაზე, დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს კლასით, დავდიოდი კლასიკურ გიტარაზე, ჭრა-კერვაზე, ვუკრავდი და ვმღეროდი, სკოლის მერე დავდიოდი ჭადრაკზე, მშვილდოსნობაზე. მშობლების კურთხევით ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - ენერგეტიკულ ფაკულტეტზე. ინსტიტუტში სწავლის დროს დავდიოდი თეატრალურ კურსებზე, იოგაზე, მაგრამ სული ვერ კმაყოფილდებოდა და ყველაფერი ადრე თუ გვიან მბეზრდებოდა. ვეძებდი ჩემს ადგილს და ამ ცხოვრების აზრს. ბოლოს დავკავდი მხატვრობით, ქანდაკებით: ვძერწავდი ბარელიეფებს, ვჭრიდი ხეში სხვადასხვა ფიგურებს, ღმერთო მაპატიე - გაკეთებული მქონდა ეშმაკის სახეები, ეს მაშინ არ ვიცოდი, ხოლო მერე დავწვი და ასე ვწვალობდი, სანამ ღმერთი არ ვიპოვე, უფრო სწორად სანამ ღმერთმა არ მაპოვნინა თავისი თავი. როდესაც ვიყავი ცხოვრების ასეთ ძიებაში, აღარ მახსოვს რომელ ასაკში, სიზმარში მითხრეს, რომ: „როდესაც გახდები 26 წლის, შენი ცხოვრება შეიცვლება," და მეც რაღაც გაურკვეველი იმედით ველოდი ამ ასაკს.
      25 წლისამ დავიწყე ეკლესიაში სიარული, რაც ჩემ სულს ძალიან მოსწონდა, ყველაფერი მიხაროდა. პირველად დავიცავი დიდი მარხვა. ვცდილობდი ყველაფერი გულმოდგინედ შემესრულებინა: ვმარხულობდი ოთხშაბათსა და პარასკევს, ვკითხულობდი დილისა და საღამოს ლოცვებს, წირვა - ლოცვებს რეგულარულად ვესწრებოდი, ფსალმუნების ერთობლივ კითხვაშიც ვმონაწილეობდი, დღის განმავლობაში ლოცვებს ვკითხულობდი. გადიოდა დრო... მაგრამ ჩემი ცხოვრება არ იცვლებოდა. სულიერად ძალიან მიჭირდა, თითქოს რაღაც არ იყო სრულყოფილი ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ღმერთის მფარველობას აშკარად ვგრძნობდი, თან ყველაფერს ვასრულებდი, რასაც მოძღვარი მავალებდა და რაც საჭირო იყო „სულიერი" ცხოვრებისათვის, მე კი არ ვიცვლებოდი, პირიქით მემატებოდა კითხვები და სულ უფრო და უფრო გაუგებრობაში შევდიოდი, მაგრამ დიდება ღმერთს, უსასრულოდ ვადიდებ და ვმადლობ ყოვლადწმიდა სამებას და ყოვლადწმიდა მარადის ქალწულ დედა ღვთისმშობელს, ყველა წმინდანს და ანგელოზთა დასს, რომლებიც ასე ზრუნავენ და უყვართ თითოეული ადამიანის სული.
     იყო ზაფხულის მზიანი, თბილი დილა, მე ვაშლიჯვარში, ჩემი ძმის სახლში მეძინა. ანგელოზის უხილავმა ხელმა სახეზე წასმით გამაღვიძა და მითხრა: „ადექი მანანა." ისეთი სიმყუდროვე იყო, განძრევა არ მინდოდა, შემდეგ ავდექი დამძიმებული, მახსენდებოდა წინა დღეების მოვლენები, სამსახური, სახლი, ყველაფერი ერთდროულად შემოიჭრა ჩემს თავში, როგორც ჩვეულებრივად ხდება ხოლმე. შინაგანად ვიყავი დაცლილი და ძალა-გამოლეული, სულიერ ჩიხში, არ ვიცოდი რით დამეწყო. გამახსენდა ლოცვის წესი მქონდა შესასრულებელი და თავის დაძალებით გადავწყვიტე ლოცვების წაკითხვა. შევედი პატარა ოთახში სადაც ხატები მქონდა, ავიღე ლოცვის წიგნი და ძმა რომ არ გამეღვიძებინა, ჩუმად, დაჩოქილმა დავიწყე კითხვა. ვკითხულობდი ძალიან ნელა, არაფრის თავი არ მქონდა. დავინახე რომ ლოცვის სიტყვები ცოცხლდებოდა და რაც იქ ეწერა, ყველაფერი მე მეხებოდა... მივხვდი, რომ უსასრულოდ დამნაშავე ვიყავი ღმერთის წინაშე, რომ ჩემი სულისთვის დაუდევარი და ცოდვილი ცხოვრებით ვცხოვრობდი, რადგან, ღმერთმა დამანახა, რომ ყველაფერი ცოდვა იყო... და ისეთი სინანული დამეწყო, რომ წიგნი გადავდე და ჩემი სიტყვებით ვევედრებოდი ღმერთს პატიებას... არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე. ვტიროდი და ვთხოვდი ღმერთს, რომ გამოესწორებინა ჩემი ცხოვრება, თუკი შესაძლებელი იქნებოდა. ვეუბნებოდი რომ, მე უღირსი ვარ, რომ ჩემი თხოვნა ღმერთს შეესმინა, მაგრამ მე მის გარდა სხვა საშველი აღარ მქონდა. შემდეგ გავჩუმდი, თითქოს განაჩენის მოლოდინში, თავი იატაკზე დავდე და მივენდე ღვთის განგებას.

ხილვა
 

     რაღაცა ძალა მიმაქროლებდა დედამიწის ზედაპირიდან. ჩემს ქვევით მოჩანდნენ სახლები, დასახლებული ტერიტორიები, გზები და ა.შ. ზუსტად ისე - თვითმფრინავიდან რომ მოჩანს, როცა ის ჰაერში იწევა. მატულობდა სიჩქარე და სიმაღლე, რაღაც მოოქროსფერო- მარმარილოსებრ ლაქებს ვხედავდი, ეს ალბათ ღრუბლები იყო. მიწა უკვე აღარ ჩანდა. რამდენიმე წამში აღმოვჩნდი იმ სიმაღლეზე, საიდანაც დედამიწა ვაშლის ზომისა ჩანდა. ჩემი მოძრაობა დამთავრდა. მე ვიწექი უზარმაზარ ხელზე - ღმერთის ხელის გულზე და ნაპირიდან ვიყურებოდი ქვევით: ქვემოთ ჩანდა დედამიწა - პატარა ბურთივით, ძალიან ლამაზი, ცისფერი, თეთრ ბურუსში გახვეული. ზუსტად ისეთი კოსმოსიდან გადაღებულ სურათებში რომ არის, მაგრამ ძალიან თბილი და საყვარელი, იგი ჰაერში ეკიდა. გარშემო იყო სიბნელე, კოსმოსის გარემოცვა, წვიმა, ქარი, საშინლად ციოდა და ვკანკალებდი, ხმაური გრძელდებოდა და წარმოვთქვი: „მეშინია". მანამდე ჩემი თავის შეგრძნება არ მქონდა, მარტო ვაფიქსირებდი მოვლენებს რაც ხდებოდა. როდესაც ეს ვთქვი, გამიკვირდა, თუ როგორ ვლაპარაკობ. ჩემი ხმა რომ გავიგე თითქოს გონს მოვედი და დავიწყე თვალიერება, თუ სად ვიმყოფებოდი, ამ დროს ზევიდან გავიგონე ხმა: „ნუ გეშინია!" ამ ხმასთან ერთად გადმოვიდა მადლი და ყველაფერი დამშვიდდა, დაწყნარდა და შეიქმნა დიდი მყუდროება. ყველაფერ ამას მე აღვიქვამდი სულით. ეს იყო მამა ღმერთის ხმა, ეს ზუსტად ვიცოდი, ყველაფერი სულით მეხსნებოდა. მე დავიწყე თვალიერება ჩემს გარშემო თუ რა ხდებოდა. უკვე ვიცოდი სადაც ვიმყოფებოდი და ვინ მელაპარაკებოდა. დავინახე რომ ვიმყოფები სხვა განზომილებაში, ვწევარ დიდ ხელის გულზე, ნაპირზე, ისე რომ ჩემს ქვევით საშინელი სიმაღლეა და „დედამიწა" ძალიან შორს ჩანს. ჩემს გარშემო არავინ არ არის, მხოლოდ ბნელი სივრცე, კოსმოსი და სადაც მე ვიყავი, მხოლოდ ის ადგილი იყო განათებული. ვიყავი მოლოდინში, თუ რა მოხდება. ისევ გავიგონე მამა ღმერთის ხმა: „აი მანანა, ხომ ხედავ ყვლაფერი რაც ხდება, (იგულისხმებოდა: დედამიწაზე, კოსმოსში, ხილულ და უხილავ სამყაროებში...), ისე ხდება, როგორც მე მინდა". მე აღვიქვი და შევიგრძენი, შევიცანი სულით, რომ იგია შემოქმედი ყოველივესი: ხილულისა და უხილავისა, რომ იგია ყოვლადძლიერი, ყოვლის შემძლებელი, და რაც მას ნებავს იმას იქმს და არაფერი ხდება მის გარეშე. იგია ჭეშმარიტად მამა, რომელიც განაგებს ყველაფერს, იცის ყველაფერი, რაც ხდება ზღვაში, ხმელეთზე, ჰაერში, მიწისქვეშ, ხილულ და უხილავ სამყაროებში, რომ არ არსებობს ადგილი სადაც ღმრთი არ არის, არ არსებობს მოვლენა, რომ მან არ იცოდეს და რომ მის გარეშე რამე ხდებოდეს. ამავე დროს იგია ყველაზე ახლობელი, ყველაზე ახლოს ადამიანთან. („და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად." (დაბ.2,7)). ანუ ჩვენს სუნთქვაში, მთელს ჩვენს არსებაში და ზრუნავს უფრო მეტად ვიდრე ჩვენი მშობელი მამა და განაგებს ჩვენს ცხოვრებას. მე გარინდებული ვუსმენდი, მერე მითხრა: „გინდა, როგორც წმინდა ნინო, იარო და ჩემს შესახებ მოუყვე ყველას?" მე არაფერი ვუპასუხე, თითქოს მეტყველების და აზროვნების უნარი არ მქონდა. ამის შემდეგ იყო დიდი პაუზა - სიჩუმე, ანგელოზმა რომელსაც ვერ ვხედავდი და არც ხმით მელაპარაკებოდა, არამედ აზრებში, ამიხსნა მე, რომ თუ მინდა, რომ ეს შევასრულო, უარი უნდა ვთქვა ყველაფერზე და ჩამომითვალა: სახლზე, ნათესავებზე, ახლობლებზე, მეგობრებზე, სამსახურზე, მშობლები თავისთავად იგულისხმებოდა, ძმაზე, ანუ იმ ადამიანებზე და იმ ურთიერთობებზე, იმ საგნებზე და მოვლენებზე, რომლებთანაც სიყვარული მაკავშირებდა. დავინახე რომ მე ამას ვერ შევძლებდი და ვთქვი: „მე ვერ შევძლებ- მეთქი". ეს ვთქვი თუ არა, მყისიერად აღმოვჩნდი ოთახში. ვიყავი მუხლებზე დაჩოქილი, ვხედავდი როგორ შედიოდა ჩემი სული სხეულში, ანუ სხეული იყო გაქვავებული და დაიწყო სისხლმა მოძრაობა ჩემს კიდურებში, სიმხურვალითა და რაღაც ჩუმი ხმაურით, და ნელ - ნელა მოვედი მოძრაობაში. დავაფიქსირე, რომ ყველაფერი მახსოვდა: სადაც ვიყავი, რაც მოვისმინე და განვიცადე, - „სხვა სამყარო", რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტად მოხდა და რომ ეხლა მე ჩემს ოთახში ვიმყოფები, ისევ ძველ ცხოვრებაში, ამ დროს გონება არ დამიკარგავს და ნორმალურ ჭკუაზე ვარ და ის, თუ რაზე ვთქვი უარი. (ამას შემდგომში ყოველთვის სინანულით და მტკივნეულად განვიცდიდი. როგორც მოგვიანებით, წლების მერე მომეცა ახსნა - იმ დროს შეკრული ვიყავი). მივხვდი ჩემს უგუნურებას და უაზრობას, მივხვდი ჩემს შეცდომას, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია და რომ მეთხოვა ღმერთისთვის: „შენ შემაძლებინე, მე თანახმა ვარ ყველაფერზე-მეთქი...", ის ყველაფერს შემაძლებინებდა, იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია და ის თავად არის სიყვარულის წყარო. მაგრამ ყველაფერი უკვე გვიან იყო. დავინახე ორი ცხოვრების რეალური არსებობა: დროებითი - ხილული და მარადიული - უხილავი. დროებითი ნიშნავს, რომ დედამიწაზე ყველაფერს აქვს დასასრული, ყველაფერი მთავრდება, ყველა ადრე თუ გვიან მოკვდება, და რომ ამ ცხოვრებას აზრი არა აქვს, თუკი ადამიანმა ღმერთი უხილავი არ იპოვა და რწმენით არ იცხოვრა. ვხედავდი, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნას აზრი არ ჰქონდა, ან ვინმესთვის რომ მომეყოლა ვერავინ ვერ გამიგებდა და არ დამიჯერებდნენ, არადა ასე ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელებაც ჩემთვის უკვე შეუძლებელი იყო. რა უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი და გადავწყვიტე ზუსტად ისევე დამეწყო ლოცვა, როგორც თავიდან. ვცდილობდი მთელი ყურადღებით, მონდომებით, სინანულით და ღაღადებით წამეკითხა დილის ლოცვები, რომ როგორმე იქნებ დავბრუნებულიყავი იმ სულიერ მდგომარეობაში, „სულიერ სამყაროში". მდუმარედ ვთხოვდი ღმერთს პატიებას ჩემი უგუნურების გამო, რომ მე ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ყველას და ყველაფრის დატოვებაზე, თუკი მას ნებავს, ოღონდ გამოეცხადებინა ჩემთვის, თუ რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ პასუხი არ იყო. მხოლოდ ლოცვის დროს ხილული სამყაროს კანონები აღარ მოქმედებდა და მე ვხედავდი, თუ როგორ გადავდიოდი უხილავ სამყაროში, ანუ ჩემი ლოცვა აღწევდა იმ ქვეყანას, მაგრამ როგორც კი ლოცვას შევწყვეტდი, ვხედავდი, თუ როგორ ვბრუნდებოდი ისევ მატერიალური, ამქვეყნიური სამყაროს კანონების გავლენის ქვეშ. ანუ როგორც კი ლოცვას ისევ ვიწყებდი, გადავდიოდი უხილავ სამყაროში და როცა ლოცვას ვწყვეტდი, ისევ ვბრუნდებოდი მიწაზე, ანუ ამქვეყნიურ სამყაროში. რამდენჯერაც დავიწყებდი ლოცვას, იგივე ხდებოდა და ჩემთვის თვალსაჩინო გახდა, ამქვეყნის, რეალური არსებობის არარაობა: ანუ კონკრეტულად იმ ოთახის მაგალითზე, სადაც ვლოცულობდი, ლოცვის დროს კედლებს და იატაკს ეკარგებოდათ სიმყარე და ჩვენი რეალური ცხოვრება სულ ფუჭი და ცრუ იყო, და შემდეგ ისევ ვემწყვდეოდი ამ მატერიალური სამყაროს გავლენის ქვეშ, ვხდებოდი როგორც ტუსაღი. ეს ორი სამყარო ერთდროულად არსებობს. დავინახე, რომ ასე ლოცვით მდგომარეობაში დიდხანს ყოფნას ვერ შევძლებდი და ვთხოვდი ღმერთს ეჩვენებინა გზა, თუ როგორ გადავრჩენილიყავი. და უკვე როდესაც ძალა მელეოდა და აღარაფერს ვითხოვდი, დავმორჩილდი ჩემს მდგომარეობას, ანუ მივენდე ღვთის განგებას, და ჩემს წინ გაიხსნა უხილავი სამყარო და ზევით დავინახე კაცი ბერული შავი სამოსით, თეთრი წვერითა და თეთრი თმით, მან მითხრა: „შენ გაქვს წიგნი, (ვიცოდი, რომ სახარებაზე მეუბნებოდა - ეს სულით მქონდა გახსნილი), როგორც იქ წერია, ისე იცხოვრე და გადარჩები". არ დამიყოვნებია, წამოვხტი და გავიქეცი სახარების ასაღებად. დავიწყე კითხვა, სადაც გადაიშალა (აღარ მახსოვს) და იქიდან წამოვიდა, ზღვასავით დიდი მადლი, რომელიც ჩემში იღვრებოდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს იყო ენით აღუწერელი ნეტარება. სადაც გადავშლიდი და რასაც ვკითხულობდი ჩემთვის ცხადზე უცხადესი იყო, ყველაფერი მესმოდა - ამ ყველაფერს სული მიხსნიდა. მეტისმეტი ნეტარებისგან დავწექი, სახარება გულზე დავიდე და თვალებდახუჭული ვფიქრობდი, რომ ახლა უკვე ვიცოდი როგორ უნდა გადავრჩენილიყავი, გავირინდე და განძრევა არ მინდოდა. თვალები დახუჭული მქონდა და ამ მდგომარეობაში დავინახე ანგელოზი, რომელიც ცდილობდა ჩემს წაყვანას, სადღაც ზევით მექაჩებოდა, მაგრამ ჩემი სხეული მძიმდებოდა და იგი ვერ მძრავდა. მე მიკვირდა, როგორ უჭირს ჩემი დაძვრა-მეთქი, მაგრამ ხელს არ ვუშვებდი იქნებ როგორმე წავეყვანე, იმიტომ რომ აქ ყოფნა აღარ მინდოდა. ბოლოს შემეცოდა, რომ წვალობდა და ხელი გავუშვი. აქედან უკვე იწყება ჩემი გამოცდა ეშმაკისაგან. გავიგონე რაღაც ხმები, წინადადებები, ოღონდ არა ხმით, არამედ გონებაში აზრების სახით. მთავაზობდნენ ამა თუ იმ მოქმედების გაკეთებას, (რაღაც უმნიშვნელოს, ახლა აღარ მახსოვს), რასაც ვემორჩილებოდი, იმიტომ რომ მეგონა, (მე უბადრუკს), რომ ეს ღვთისაგან იყო. რას ვაკეთებდი არ მესმოდა, ახსნას ვერ ვპოულობდი. მე თანდათან ცუდად ვხდებოდი, ჩემი სხეული უხილავად იწვოდა, ვუყურებდი ხელებს, ისინი თითქოს დნებოდნენ სიმხურვალისგან, მაგრამ ცეცხლი არ ჩანდა. ყველაფერი ხდებოდა შინაგანად და იყო უხილავი. თავი მიდნებოდა, ვერ ვაზროვნებდი და გადაადგილება მიჭირდა. ასე გავიდა რაღაც პერიოდი - ნახევარი ან ერთი საათი. ბოლოს აზრებში გავიგონე: „შედი აბაზანაში", - მე შევედი: „დაიჩოქე" - როდესაც დავიჩოქე, გავიგონე ხითხითი. აი ამ დროს გავიფიქრე: „ეს თუ ღმერთია და მე ასე ცუდად ვარ, რა აცინებს-მეთქი?" და გამახსენდა, რომ არსებობს სხვა ძალაც, ასევე უხილავი, მაგრამ ბოროტი. აი აქ უკვე თითქოს მიმწყვდეული ვიყავი კუთხეში, რადგან არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ჩემს მეხსიერებაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. ეს იყო ჩემთვის აბსოლუტურად გამოუვალი მდგომარეობა, რომელიც შემიძლია შევადარო ჯოჯოხეთს და ისევ დავნებდი ჩემს მდგომარეობას, ანუ ღმერთის განგებას და გავიგონე ანგელოზის ხმა: (ჩემთვის უკვე ნაცნობი, მშვიდობიანი): „შენ ხომ იცი ლოცვა?" მართლაც, მე ახალი ნასწავლი მქონდა და ზეპირად ვიცოდი მარტო „იესოს ლოცვა", რომლის შესახებაც მეუბნებოდა ანგელოზი, (ესეც სულით გამეხსნა), და წარმოვთქვი: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". და მეყვსეულად, ჩემს მარჯვნივ ისევ გაიხსნა უხილავი სამყარო და სულიერი თვალებით დავინახე უფალი ღმერთი ჩვენი - იესო ქრისტე, როგორც აღდგომის ხატებშია: ოვალურ წრეში, ლურჯი და წითელი სამოსით, რომელმაც მარჯვენა ხელით ორჯერ მაკურთხა და მითხრა: „აი, მანანა, დაიმახსოვრე". მე მივტრიალდი მთელი სხეულით, რომ დამენახა ფიზიკური თვალებით და ვკითხე: „რა დავიმახსოვრო?" ამ დროს ყველაფერი გაქრა. მე ისევ ძველ ცხოვრებაში აღმოვჩნდი, მაგრამ დამრჩა ენით აღუწერელი განცდა სიტკბოებისა და სიხარული, რომლის გადმოცემაც შეუძლებელია და ვიმეორებდი: „რა ტკბილი ხარ, უფალო..." (წლების მერე, დაუჯდომელის ლოცვისას გავიგე, თუ რას ნიშნავდა ეს სიტკბო - ეს იყო „იესო ყოვლადტკბილი") და მე გავთავისუფლდი. უფალმა გამათავისუფლა ყველაფრისგან: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ." (იოანე.8,32). მე გავხდი თავისუფალი, მაგრამ აბსოლუტურად გამოუცდელი და სულიერად უვიცი. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. დავდიოდი ქუჩებში და ვლოცულობდი. თავში და შინაგანად ყველაფერი არეული მქონდა. ვხედავდი ადამიანებს, რომელთაც მიუხტებოდა ეშმაკი და რაღაცას ყურში უჩურჩულებდა და ისინიც უსმენდნენ მას, და მაწვებოდა სევდა, ვხვდებოდი, რომ იღუპებოდნენ და ვერაფერს ვშველოდი და არც არავინ მომისმენდა. მერე წავედი სამსახურში (ვმუშაობდი საპროექტო ინსტიტუტში) და იქაც იგივე დამხვდა. როგორ მეცხოვრა არ ვიცოდი. იესოს ლოცვას არ ვწყვეტდი, ვხედავდი ყველა ეშმაკს უსმენდა, რომელსაც მხოლოდ ადამიანის დაღუპვა უნდა. მოგვიანებით გამახსენდა, რომ ამის შესახებ ეკლესიაში უნდა სცოდნოდათ, მაგრამ წასვლას არ ვჩქარობდი. (არ ვიყავი დარწმუნებული). მაშინ ბორისს არ ვიცნობდი და ისე მივედი „ჯვარის მამის" ტაძარში, სადაც მანამდე დავდიოდი, იმ იმედით, რომ იქნებ იქ მეპოვა პასუხი ჩემს კითხვებზე. მღვდელი არ იყო და გარეთ დავჯექი მოლოდინში. იყო მზიანი დღე, თბილოდა. ვუყურებდი მწვანე ბალახს, ხეებს, ქვებს, გარშემო ყველაფერი შემოქმედზე ლაპარაკობდა, მის სიდიადესა და სილამაზეზე, მხოლოდ ადამიანები, როგორც ბრმანი და ყრუნი, ვერ ამჩნევდნენ ამ მშვენიერ სამყაროს, ვხედავდი, რომ ყველა იღუპებოდა და ნუგეში არსად იყო, და მწუხარებისგან დავიწყე ტირილი. შემდეგ მოვიდა მღვდელი მამა ლავრენტი და დავდექი აღსარებაზე, შემატყო რომ რაღაც მნიშვნელოვანი მქონდა სათქმელი. როდესაც პირდაპირ ვუთხარი: „მამაო, თვალები ამეხილა და ყველაფერი დავინახე-მეთქი", სიხარული, გაოცება და დაბნეულობა ერთად შევატყე. „რა დაინახეო?" - მკითხა. ვუთხარი: „დავინახე, თუ როგორ არის ყველაფერი მოწყობილი, და რომ ღმერთი მართავს სამყაროს." საუბარი არ გამაგრძელებინა, მითხრა გამომყევიო, და ბორისთან მიმიყვანა. ოთახში რომ შევედით ზუსტად ისეთივე მადლი იყო, ღმერთთან ურთიერთობისას რომ განვიცადე, იმიტომ რომ იქ იყო ღვთის სული. ბორისმა როგორც კი დამინახა თქვა: „Вот ещё одна христианка пришла", (აი კიდევ ერთი ქრისტიანი მოვიდა), დამსვა და მაჭამა. იმ მოხარშული კარტოფილის გემო ცხოვრებაში არ დამავიწყდება. მე დავინახე, რომ ბორისმა ყველაფერი იცოდა ღვთისგან, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი. (მაშინ მეგონა, რომ ყველამ, ვინც იმ ოთახში იყო, ყველაფერი იცოდა იმის შესახებ, რაც მე გამეხსნა, ანუ ყველაფერი იცოდა ცოცხალი რწმენის შესახებ და ძალიან გამიხარდა, რომ არსებობს დედამიწაზე ადგილი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ სულიერად, სულის ცხოვნებისათვის). ყველა კითხვა და ყველანაირი მღელვარება ჩემში გაქრა, განვიცდიდი ნეტარებას და სიმშვიდეს. მას შემდეგ ბორისს, სინამდვილეში კი ღვთის სულს აღარ მოვშორებივარ. თუმცა ღმერთი უშვებს განსაცდელებს რწმენაში განსამტკიცებლად და ისეთ განსაცდელებს, რომ ადამიანის ბუნებრივი ძალებით ამის მოთმენა და გადალახვა შეუძლებელია. სწორედ ასეთი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის მცდელობისას, სულიერი ბრძოლის დროს, ორჯერ გავიგონე მამა ღმერთის ხმა. პირველად რწმენის დასაწყისში, როდესაც ვეძებდი გზას, თუ რა უნდა გამეკეთებინა, რომ გადავრჩენილიყავი, ღმერთის ყველა რჩევაზე და კურთხევაზე, რომელთაც ბორისი გადმომცემდა, ჩემს შიგნით ეშმაკი აღძრავდა წინააღმდეგობას, და ყვლაფერი უკუღმა მეჩვენებოდა. მაშინ „ჯვარის მამის" ეზოში გავიგონე მამა ღმერთის ხმა, რომელმაც მითხრა: „დაუჯერე ბორისს, რომ გადარჩე". და მეორედ უკვე ზედაზენზე, ჯვრის აფეთქებიდან ორი წლის შემდეგ, ღმერთმა წაიყვანა ჩვენი სულიერი ძმა - თევდორე, და მრევლის დიდი ნაწილი წავიდა ჯვრიდან და ბორისისგან. მე ძალიან განვიცდიდი მათ წასვლას, ვერაფრით ვხსნიდი, თუ როგორ დატოვეს ეს მადლი და შევედი ჩიხში. მაშინ, სულიერი მღელვარების დროს, მკაფიოდ გავიგონე მამა ღმერთის ხმა: „რატომ არ უჯერებ ბორისს?"- მკაცრად მითხრა, რამაც გამომაფხიზლა და დავმშვიდდი. დიდება და მადლობა ღმერთს უკუნისამდე.
        უფალი ხელის გულზე მატარებს ამდენი წელი, თავისი გამოუთქმელი მოწყალებით, რომელიც ბორისში ვლინდება ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასათვის, ვისაც უნდა და ვინც ამას ღებულობს და მიიღებს რწმენით, რამეთუ ყოველდღე, 24 წლის განმავლობაში ამას ვხედავ აშკარად, საქმეებითა და მოვლენებით, რომ ამ ადამიანში ცოცხალი ღმერთი მოქმედებს და ჭეშმარიტად ღვთის სული მკვიდრობს მასში.
      სხვადასხვა დროს, სამმა ბავშმა (2-დან 4 წლის ასაკამდე) იგივე დაამოწმა ბორისზე:
     1. აჩიკო გელოვანის შვილი, დათუჩა, თავისთვის დადიოდა ოთახში, რაღაცას თამაშობდა და იმეორებდა: „дядя (ძია) ბორია მეუფე", „дядя ბორია მეუფე"... შემდეგ დედასთან მიირბინა და ჰკითხა: „დედიკო რა არის მეუფე?"
   2. თათოს დედასა და დას ჰქონდათ თათოსთან კამათი ბორისის თაობაზე. ამ დროს თათოს მუხლებზე ეჯდა თავისი დის შვილი - სამი წლის დათა, რომელმაც ამ საუბრის დროს მათ ჰკითხა: „ბორისი ის, ქრისტე როა?" და ცოტა ხნის შემდეგ იგივე გაიმეორა, რამაც უფროსები ძალიან გააოცა.
    3. ზედაზენზე კარგი ამინდი იყო. ბორისი გარეთ, კლდის ძირში იჯდა და დომნას ესაუბრებოდა. ამ დროს მსუბუქი მანქანა გაჩერდა და გადმოვიდნენ მგზავრები პატარა ბავშვით, რომელიც დაახლოებით სამი წლისა იქნებოდა. ბავშვმა ბორისი რომ დაინახა, დაიწყო ყვირილი: „უფალი! უფალი! უფალი!"- და ხელს მისკენ იშვერდა, რამაც ყველას ყურადღება მიიქცია. გაჩერდნენ და ბორისს უყურებდნენ. ვისაც უნდა გადარჩენა და სულის ხსნა ამ დროებითი ცხოვრებიდან, (რომელიც ყველასათვის მთავრდება სიკვდილით და შემდეგ ჯოჯოხეთით - თუ ადამიანი ამ ცხოვრებაში არ მიიღებს შეწყალებას ღვთისაგან, თუკი არ იზრუნებს და არაფერს გააკეთებს თავისი უკვდავი სულისათვის), საჭიროა იცხოვროს ღვთის ნებით, ისე, როგორც წერია სახარებაში.
        ცოტა ძნელია ბორისზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ის თავის თავს არ ეკუთვნის, არამედ თავის გონებას, ნებას, გრძნობებსა და ყველანაირ ადამიანურ გამოვლინებას აკვდინებს და რწმენით თავის თავს უძღვნის ღმერთს, ღმერთიც მართავს მას და ასე ემსახურება იგი ყველას ღვთის იარაღად, ვისაც გადარჩენა უნდა. ადამიანური გაგებით, იგი თავისი ბუნებრივი, ადამიანური ცხოვრებით საერთოდ არ ცხოვრობს, არამედ აკვდინებს მას. ასე დატოვა მან რწმენის გამო: სამშობლო, ცოლ-შვილი, სამსახური, კარიერა და ღვთისმშობლის კურთხევით ჩამოვიდა აქ, საქართველოში. აი უკვე 38 წელია ემსახურება ღმერთსა და ქართველ ხალხს. მას ღმერთმა გაუხსნა სასუფეველში მიმავალი უმოკლესი გზა - თავის უარყოფისა, რითიც თვითონ ცხოვრობს და სხვებსაც, მსურველთაც ასწავლის რწმენით ცხოვრებას. რომ ღმერთი მართავს სამყაროს, და საჭიროა მხოლოდ რწმენით მინდობა და დამორჩილება ღვთის ნებისა. ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდება, უნდა მივიღოთ ისე, როგორც ღვთისაგან მოვლენილი, საკუთარი თავის უარყოფით, რადგან ღმერთმა იცის, თუ რა არის ჩვენთვის უმჯობესი და იგი განაგებს ყოველივეს. ჩვენ გვმართებს გვახსოვდეს, რომ ვიმყოფებით დედამიწაზე ადამის ცოდვით დაცემის შედეგად - დროებით, და ყველას სიკვდილის შემდეგ მოგველის სამსჯავრო: „და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერმე განკითხვა" (ებრ.9,27) და ღმერთი მოგვთხოვს პასუხს, თუ რას ვაკეთებდით ჩვენი სულისათვის. სამსჯავროს შემდეგ კი იწყება მარადისობა ორიდან ერთი: ან მარადიული ნეტარება სასუფეველში, ან მარადიული ტანჯვა ჯოჯოხეთში, არჩევანი კი ხდება აქ - ამ ცხოვრებაში ჩვენს მიერ.
ზოგჯერ ბორისი გვიმხელს თავისი ბრძოლის საიდუმლოებებს, თუ როგორი ძნელია მისთვის, უარი თქვას ჩვეულებრივ ადამიანურ სურვილებზე, თუ როგორ ბინძურ აზრებს აძლევს ეშმაკი, როგორც თვითონ ბორისი ამბობს: „ვიდრე მე ერთ კეთილ საქმეს გავაკეთებ, ჩემს თავში ათასნაირი აფერისტობა და მათგან სარგებელი იჩარხება და აქედან თავს ვაღწევ მხოლოდ საკუთარი თავისა და აზრების აბსოლუტური უარყოფით და ღვთისადმი მიმართვით: „მე შენი ვარ, უფალო, შენ ილაპარაკე, შენ იმოქმედე ჩემში." და როდესაც ღმერთი ჩემი პირით იძლევა პასუხებსა და ბრძანებებს, ეშმაკის ხმა მაშინვე ყვირის: „ეს რა თქვი, ეს ასე არ არის!"... მე კი მიხარია, რომ ღმერთმა გაიარა ჩემში: „რაც ვთქვი - ვთქვი, დიდება ღმერთს რომ იმოქმედა ჩემით, შეიწირა ჩემი თავის უარყოფა." ...და ასე განუწყვეტლივ ბრძოლაა ჩემს შიგნით." როგორც ამის შესახებ წერია წიგნში: „უხილავი ბრძოლა" – „სასტიკი და შეურიგებელი ომი საკუთარ თავთან."
       აქ ზედაზენზე, არის სულიერი აკადემია ეპისკოპოსთათვის, როგორც თქვა ერთმა მომსვლელმა. აქ ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს სულიერი განათლება ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. აქ ღმერთის მფარველობაა და აშკარად იგრძნობა ღვთისმშობლის მზრუნველობა. ვინც ღმერთს მოჰყავს, ყველა აღნიშნავს სიმშვიდესა და მადლს. პრობლემები თავისთავად ეხსნებათ, ხოლო ვინც შეკითხვებს სვამს სულიერი სარგებლობისათვის, აღნიშნავს, რომ ბორისისაგან ამომწურავი პასუხი მიიღო, რადგან მას პასუხობს ღმერთი. ბავშვების მიერ ბორისზე ნათქვამ ყველა სამივე შემთხვევაში: „მეუფე", „ქრისტე" (რაც ნიშნავს ცხებულს) და „უფალი" - ეკუთვნის სულიწმიდას, რომელიც ბორისისგან მოქმედებს. ცნობილია, რომ ჩვილის ბაგეებით ჭეშმარიტება ღაღადებს.

 

Category: სტატიები

The Best Bookmaker Betfair Review betfair cvisit from here.