Deprecated: iconv_set_encoding(): Use of iconv.internal_encoding is deprecated in /home/portaiti/public_html/geo/libraries/joomla/string/string.php on line 28

Deprecated: iconv_set_encoding(): Use of iconv.input_encoding is deprecated in /home/portaiti/public_html/geo/libraries/joomla/string/string.php on line 29

Deprecated: iconv_set_encoding(): Use of iconv.output_encoding is deprecated in /home/portaiti/public_html/geo/libraries/joomla/string/string.php on line 30
არქივი

God-01GEO

მიმართვა ყველას, ვინც ლანძღავს ზედაზნის ჯვარს და მის მშენებლებს

 

          ასე იქცევა თითქმის ყველა, ვინც ზედაზენზე ამოდის: ჯვარს უწოდებენ ერეტიკულს, კათოლიკურს, ანძას, ანტენას, კოშკს და ა.შ. როგორც შოთა რუსთაველი ამბობს: “კოკასა შიგან (თავში) რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!” - ყველა ხედავს თავისი (არც თუ ისე სახარბიელო) შინაგანი მდგომარეობის მიხედვით.

          მხოლოდ პატარა ბავშვები გამორბიან ჯვრისკენ, მშობლები აკავებენ მათ, ისინი კი ისევ მორბიან, ბოლოს კი მშობლებს საერთოდ გაყავთ ისინი. (გაუშვით ბავშვები და შეხედეთ - საით გაიქცევიან ისინი). სახარება კი ამბობს:  იესომ უთხრა მათ: .. არასოდეს ამოგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურ ყრმათა პირით დაამტკიცე ქება? (მთ.21,16; ფსალ.8,3). ერთმა 4 წლის გოგონამ ბეტონზე დახატა ვარსკვლავები და დასაწყისი ასოები: “შენი ცათა სასუფეველი.” რაც მისმა სულმა დაინახა, ის დახატა. მოზრდილები ამას ვერ ხედავენ, და არც უნდათ დანახვა (ასე იყო იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლის დროსაც, როცა ბავშვები აქებდნენ მას. (მთ.21,15-16).) და იქცევიან როგორც ჯვრის მტრები. ასეთებზე პავლე მოციქული ამბობს: “ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებ ხშირად მითქვამს თქვენთვის, და ახლა ტირილითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები. მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი - მუცელი, მათი დიდება კი სირცხვილშია; ისინი მიწიერზე ფიქრობენ.” (ფილიპ.3,18-19). ჯვარი - ეს არის ღვთის დიდება; ასე მიმართავდა იესო ქრისტე თავის ზეციურ მამას, როცა მიდიოდა, რათა ჯვარცმულიყო და მომკვდარიყო ჯვარზე: “მამაო, მოვიდა ჟამი, ადიდე ძე შენი, რათა ძემაც გადიდოს შენ.” (იოან.17,1; 12,23). ასე წერია ვახტანგ გორგასლის ანდერძში: “აწ გამცნებთ თქვენ, რათა მტკიცედსარწმუნოებისა ზედა  სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის  სიკვდილსა, სახელისა მისსა ზედა,რათა წარუვალი დიდება მოიპოვოთ.” ასე იქცეოდნენ წმიდა გიორგი, ქეთევან დედოფალი, დედოფალი შუშანიკი და ყველა მოწამე. ქრისტეს გულისთვის ტანჯვა, მათთვის იყო გზა სასუფევლისაკენ. ძველი ქართველი თავადები და მეფეები, რიგორებიც იყვნენ დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე, ცხენიდან ჩამოდიოდნენ და მუხლებზე დაჩოქილნი თაყვანს სცემდნენ ჯვარს. წმიდა მოციქულთა კანონების მიხედვით, თუ ქრისტიანი დაინახავს ჯვრის სახედ ერთმანეთზე დადებულ ორ ჩხირს, ვალდებულია დააშოროს ისინი, რათა ჯვარი არ იქნას გათელილი. დღეს კი ადამიანებს იატაკებზე, იატაკზე დაგებულ ნოხებზე, ფეხსაცმლის ძირებზე, ხელსახოცებზე და ცხვირსახოცებზე - ყველაფერზე ჯვრები აქვთ გამოსახული და თელავენ მათ. ზედაზნის ჯვარს ლანძღავენ, ან უკეთეს შემთხვევაში მასთან და ხატებთან ზურგით დგებიან და პოზირებენ ფოტოკამერების წინ საკუთარი თავის დემონსტრირებისათვის, მაგრამ არაფრით არ სცემენ ჯვარს თაყვანს, როგორც ამას აკეთებდნენ საქართველოს წმიდა მეფეები.

          ჯვარი - დიდებაა ღვთისა, ჯვარი - ძალია ღვთისა, ჯვარი - გამარჯვებაა ეშმაკზე, ჯვარი - კარია სამოთხისა, ჯვარი - მცველია ქრისტიანისა, ჯვარი დგას ტაძარზე უფრო მაღლა, (გუმბათის თავზე), ჯვარი - მცველია ქვეყნისა. და სწორედ ამ იარაღსა და დაცვას ვაშენებთ ჩვენ ზედაზენზე. როცა ხის ნაყოფი კარგია, მაშინ ხეც კეთილია და კარგია. არ შეუძლია  უვარგის  ხეს  კარგი  ნაყოფის  გამოღება.  (მთ.7,17-18). თუ ჯვარს ასეთი დიდი  დიდება  და  ძალა  აქვს,  ხოლო  ჩვენ  მას  ვაშენებთ,  ჯვარი - არის  ჩვენი  შრომის ნაყოფი.ამ ძალასა და დიდებას ვუმზადებთ ჩვენ საქართველოსა და ქართველებს. მივმართავთ მათ, ვინც ლანძღავს ჯვარს: გონს მოდით! რას აკეთებთ საკუთარი თავისთვის და საქართველოსთვის? ვინ გწამლავთ, სად არის თქვენი გონება და რწმენა? ვის შეჰყავხართ შეცდომაში?

          1. თქვენ გაქვთ დიალოგი ჩვენთან, როგორც ვიღაც კერძო, თავნება ხალხთან, რომლებიც რაღაცეებს იგონებენ, და სამოქალაქო კანონებით ჩვენ დამნაშავენი გამოვდივართ, მაგრამ ძალაუნებურად იბადება კითხვა: კი მაგრამ სად იყავით აქამდე 22 წლის განმავლობაში? როდესაც ჩვენ მოვედით ზედაზენზე, მაშინ აქ არ იყვნენ არც ბერები, და არც მობილურების სადგური იყო. ჩვენ აღვადგინეთ სადგურის შენობაც და იოანე ზედაზნელის კელიაც, ასევე გავარემონტეთ გზა, რომელიც საშინელ მდგომარეობაში იყო. ვის ეკუთვნოდა მაშინ ეს მიწა (რომელიც ახლა ჯვარს ეკუთვნის) და ეს შენობები? - ჩვენ და არა ვიღაც ბერებს. ამჟამინდელ წინამძღვრამდე, ჩვენი აქ ყოფნის განმავლობაში, იყო კიდევ 4 სხვა წინამძღვარი: ბასილი, ექვთიმე, ანტონი, იოანე, მაგრამ არცერთ მათგანს არ დაუყენებია საკითხი მიწის შესახებ. რატომ? - იმიტომ რომ არ იყო მიღებული კანონი, ახლა კი ეს კანონი გამოიგონეს და ახლა ესენი ბერები კი არა - “კანონიერი ქურდები” არიან, ხოლო თქვენ კი - (ვინც მათ ეხმარებით) - მათი მსახურნი. ხოლო ისინი, ვინც თქვენ გიბრძანებთ ჩვენთვის ჯვრის წართმევას, ჩვენ კი არ გვებრძვიან, (რამეთუ ჩვენ არარანი ვართ), არამედ ღმერთს, ხოლო ჩვენ - მხოლოდ მისი მონები ვართ. გააკეთეთ, რაც გინდათ, მაგრამ გახსოვდეთ სახარებაში ნათქვამი: “ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს; თქვენი უარმყოფელი მეც უარმყოფს.” (ლუკ.10,16). თქვენი ყველა კანონი მოგონილია მხოლოდ ერთადერთი მიზნის მისაღწევად: - რომ ჩვენ წაგვართვათ ჯვარი. ხოლო ისინი, ვინც ამით არიან დაკავებულნი არიან ქურდები - როგორც ადამიანთა, ასევე ღვთის წინაშე.

          2. თქვენ თვლით, რომ ჯვარი არ უნდა დაექვემდებაროს დანგრევას, მაგრამ რატომ არ გიჩნდებათ კითხვა - თუ როგორ აშენდა იგი, ყოველგვარი კონსულტაციებისა და შეთანხმების გარეშე, რუსი მაწანწალას ხელმძღვანელობითა და იმ ადამიანების ხელით, რომელთაც არანაირი ტექნიკური განათლება არ გააჩნიათ? განა შეიძლება ასეთი რამ ღვთის გარეშე მოხდეს? მაშინ როცა საქართველოს საუკეთესო სპეციალისტები ამ დარგში (მაღლივი კონსტრუქციები და მონტაჟი) ჩვენთან მოსვლისას აღნიშნავდნენ: “ასეთ პირობებში ჩვენ ვერასოდეს შევძლებდით ამის გაკეთებასო.” ბევრნი, ვინც თვალყურს ადევნებდნენ ჩვენს მშენებლობას, მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით ასეთი ჯვრის აგებას. ის კი დგას, როგორც თქვენ ყველანი ამას ხედავთ, რადგან ის აშენდა ღვთის კარნახით ამ რუსი მაწანწალას მიმართ. თუ ეს ჯვარი ღვთის კარნახითაა აგებული, მაშინ ყველა დანარჩენი დამხმარე შენობაც განა იგივე გზით: ღვთის კარნახით არა არის აგებული? ასე რომ, თუ ამ კუთხით განვიხილავთ ჩვენს მშენებლობას, მაშინ თქვენ ხდებით დამნაშავენი ღვთის კანონების წინაშე.

          3. რჩება იმის განხილვა: თუ ვისი დანაშაულია უფრო მძიმე და საშიში: ჩვენი - სამოქალაქო კანონების წინაშე, თუ თქვენი - ღვთის კანონების წინაშე? თუმცა ყველა თქვენი მოთხოვნა მხოლოდ ერთ მიზანს ეყრდნობა: რომ დღევანდელმა ბერებმა წაგვართვან ჩვენ ჯვარი. თქვენ ჩვენ გვიყურებთ როგორც დამნაშავეებს, ხოლო დამნაშავენი კი თქვენა ხართ: რადგან თქვენი მიზანია ჯვრის წართმევა. მაგრამ ამ მიზანს თქვენ საგულდაგულოდ მალავთ, კანონის უკან. თუმცა ეს კანონი რამოდენიმე წლის მანძილზე მზადდებოდა, როცა მოდიოდნენ მიწისმზომელები და ზომავდნენ ჩვენს ტერიტორიას, რათა გამოერიცხათ იგი ნაკრძალიდან და გადაეცათ ბერებისათვის, იმავე მიზნით: წაერთმიათ ჯვარი კანონის საფუძველზე. მაგრამ თქვენ ჩვენ კი არ გვართმევთ ჯვარს, არამედ ღმერთს. ამგვარი სიტუაცია არ არის ახალი: როდესაც შევარდნაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა, მაშინ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონი ასეთი იყო: საქართველოს მოქალაქე შეიძლებოდა ყოფილიყო ის, ვინც ბოლო 5 წლის მანძილზე გაუსვლელად ცხოვრობდა საქართველოში. ამ კანონის მიხედვით შევარდნაძეს არ გააჩნდა მოქალაქეობა. და მაშინ მიიღეს ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქე ხდებოდა ის, ვინც მოცემულ მომენტში ცხოვრობდა საქართველოში. ასევე თქვენი კანონებიც ხელოვნურია და აშკარად დანაშაულებრივია როგორც ღმერთის, ასევე ადამიანთა წინაშე. თუ თქვენთვის ჯვარი კარგია, ჩვენ კი დამნაშავენი ვართ, როგორ შეიძლება ასეთი რამ იყოს?

      4. ზედაზნის მონასტრის ამჟამინდელი წინამძღვარი ეუბნება ადამიანებს, რომ ჩვენ ვართ სექტანტები, ერეტიკოსები, ხან კათოლიკეები, ხან “სტაროვერები”, ხან იეღოველები, და ა.შ. როცა ჩვენთან კიდია თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის ხატები, მაშ გამოდის რომ ისინიც ერეტიკოსები ხდებიან?

        5. ახლა კი რაც შეეხება ამ რუს მაწანწალას.ის ფლობს ყველა სამშენებლო სპეციალობას, სრულყოფილად ფლობს ყველა ლითონდასამუშავებელ პროფესიას, აქვს 4 უმაღლესი განათლება: 1. პარტიული სკოლა; 2. მარქსიზმის უნივერსიტეტი; 3. ინჟინერი მშენებელი; 4. ინჟინერი ელექტრიკოსი. 9 წელი სამეცნიერო მოღვაწეობა კიბერნეტიკის დარგში, აქვს გამოგონება. 1975 წელს სთავაზობდნენ მუშაობის დაწყებას კომკავშირის ცკ-ში. ეს ყველაფერი იყო ათეიზმის მდგომარეობაში, მაგრამ როდესაც ღმერთმა მისცა რწმენა, ბორისმა ხაზი გადაუსვა მთელ თავის წარსულს და დადგა ქრისტეს გულისთვის მწირობის გზაზე. ლოცვით მიმართა ღვთისმშობელს ქ. სმოლენსკში, (საკვირველთმოქმედი ხატის წინ), თხოვდა მიენიშნებინა, თუ სად და როგორ ემსახურა ღვთისათვის. ლოცვის პასუხად ღვთისმშობელმა გამოუცხადა მსახურების ადგილი საქართველო - ქ. სოხუმი. მანამდე ბორისი საქართველოში არასოდეს ყოფილა. შემდეგ გადმოვიდა თბილისში, 5 წელი მუშაობდა პატრიარქთან. პატრიარქის სამი რეზიდენცია: თბილისის ძველი საპატრიარქო, მარტყოფისა და მანგლისის რეზიდენციები მისი ხელითაა გაკეთებული. კი მაგრამ რას უყურებდა პატრიარქი, როდესაც “ერეტიკოსი” აშენებდა მის რეზიდენციებს? ესე იგი ეს რეზიდენციებიც უნდა დავანგრიოთ? ამჟამად მთელი საქართველო ატარებს წმიდა ნინოს ვერცხლის ჯვარს, ეს კი რუსი მაწანწალას იდეაა და სულ თავიდან ის ამარაგებდა პატრიარქს 300-500 ცალით საჩუქრებისათვის. ამის დადასტურება შეუძლია პატრიარქის მდივანს - შორენას. ხოლო ჯვრებს ამზადებდა იუველირი ტარიელი, (აწ გარდაცვლილი), რომლის შვილი - გოჩა ახლაც მუშაობს იუველირად - რკინიგზის სადგურის საიუველირო სალონში. ასევე ამ ჯვრებს ამზადებდა პეკინის ქუჩაზე მდებარე საიუველირო სალონის ყოფილი იუველირი მიშა მჭედლიშვილი, რომელიც დღემდე თბილისში ცხოვრობს.

         6. როდესაც თქვენ დადიხართ ტაძარში და ლიტურგიაზე სეფისკვერებს მიირთმევთ, რომლებზეც ჯვარი და ღვთისმშობელია გამოსახული, ხის ბეჭდებს ამ სეფისკვერებისათვის, თავის დროზე, ასევე ეს მაწანწალა ამზადებდა ყველა ტაძრებისა და მონასტრებისათვის, “სიონიდან” დაწყებული. ამის დადასტურება შეუძლია პატრიარქის ბიძაშვილისშვილს - გიორგი ღუდუშაურს, (ტელ. – 599 91 41 61), რომელსაც რუსმა მაწანწალამ ხეზე ჭრა ასწავლა.

          7. ამის გარდა “სიონის” სამრეკლოს თაღები, წყარო ძველი საპატრიარქოს ეზოში და იქვე ფარდული რუსი მაწანწალას გაკეთებულია. დიდუბის ეკლესიის სამრეკლო თაღებზეა აშენებული, რომლებიც იმავე მაწანწალამ გააკეთა. სამშენებლო სამუშაოები მონასტრებში: “ბეთანიაში,” “შიომღვიმეში,” და “ახკერპის” მონასტერში - სასომხეთის საზღვარზე. “დავითგარეჯში” წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის სამრეკლო და კანკელი. ბათუმის სასაფლაოზე მდებარე ეკლესიის სახურავი, იატაკი და კანკელი. თბილისის “ჯვარის მამის” ტაძარი - დრენაჟი, იატაკი და კანკელი. საგარეჯოში წმიდა დოდოს ეკლესიაში  მღვდლის  საცხოვრებელი  სახლი.  ნახშირგორის   ღვთისმშობლის  ტაძარში,

მამა ვასილ მკალავიშვილთან ერთად - გააკეთა წყალგაყვანილობა, სახურავი გადახურა კრამიტით და ააშენა მღვდლის საცხოვრებელი სახლი. ავჭალაში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი - შესასვლელი თაღი აგურით, აუზი ეზოში და მღვდლის საცხოვრებელი სახლი. კახეთში, სოფელ შულავერში წმიდა გიორგის ტაძარი - სახურავი გადახურა კრამიტით. თბილისში ძველი “სამების” მარჯვენა მხარეს სვეტები და სახლი - ასევე რუსი მაწანწალას ნახელავია, და კიდევ ბევრი რამ, წვრილმანებსაც თუ ჩავთვლით. თქვენი მიდგომის მიხედვით - ეს ყველაფერი უნდა დაინგრეს?

          8. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველი თვეები, ბორისი აკეთებდა ბილიკს “სიონიდან” ძველ საპატრიარქოში. და მაშინ ამ მიზნით წყნეთიდან ჩამოჰქონდა ბალახი ბერ ილარიონთან (ამჟამად სქემიღუმენი საბა, ცხოვრობს ნავთლუხში) და პატრიარქის მძღოლთან (ამჟამად “ქაშვეთის” ტაძრის მღვდელი ღვთისო) ერთად. ესენი არიან იმის მოწმე, რომ, როდესაც წყნეთში ამოვიდნენ წმიდა სინოდის წევრები, სხდომის შემდეგ დასასვენებლად, ბორისმა მისცა პატრიარქს წასაკითხად თავისი წიგნი. მას შემდეგ რაც პატრიარქმა წაიკითხა წიგნის ხელნაწერის ნახევარი, მან მოუხმო თავისთან მთელ სინოდს, გადასცა ხელნაწერი ბორისს და უთხრა მას, რომ თვითონ ხმამაღლა წაეკითხა იგი. და ბორისმა წაუკითხა თავისი წიგნი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მთელ სინოდს. კითხვის დამთავრების შემდეგ პატრიარქი მიუბრუნდა სინოდს და უთხრა: “აი, ისწავლეთ!” - არის თუ არა ეს პატრიარქის კურთხევა?! ასევე, როდესაც მანგლისის რეზიდენციის დარბაზისთვის არქიტექტორმა დაავალა ბორისს 1 მეტრი სიმაღლის ბუხრის გაკეთება, ბორისმა ააშენა 1.5 მეტრის სიმაღლის ბუხარი, რაც შეესაბამებოდა დარბაზის ზომებს. არქიტექტორს უნდოდა ბუხარის დანგრევა. ბორისი შეეკითხა პატრიარქს - დაენგრია, თუ დაესრულებინა ბუხარი. რაზეც პატრიარქმა 30 კაცი მხლებელის თანდასწრებით უთხრა: “ბორია, მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ თვლით, არავის უსმინოთ.” ბორისი ასეც იქცევა დღემდე.

          9. 6 მეტრის სიმაღლის ჯვარი “ბეთანიაში,” იქვე ჯვრის ფორმის კედელი, აუზი ნათლობისათვის, აბანო და წყალგაყვანილობა. ასეთივე ჯვარი მარტყოფის მონასტერში და ეკლესია მარცხნის კარიბჭის წინ. 10 მეტრიანი ჯვარი “შიომღვიმის” მონასტერში და იქვე მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. ეს ყველაფერი ასევე უნდა დაინგრეს, რადგან ისინი რუსი მაწანწალას მიერაა აშენებული.

          10. თუ ეს რუსი ბორია სექტანტი და ერეტიკოსია, მაშინ ასევე ერეტიკოსები არიან: მიტროპოლიტი სერგი, მიტროპოლიტი კალისტრატე, მიტროპოლიტი დანიელი, მიტროპოლიტი დიმიტრი. (პატრიარქის ძმისშვილი, ერისკაცობაში - ჭაბუკა). ყველა ისინი, თავისი რწმენის დასაწყისში რუს ბორიასგან იღებდნენ დამოძღვრას. ხოლო მიტროპოლიტი იობი პირდაპირ სიონის საკურთხეველში ქადაგებდა იმას, რასაც მას ბორია ასწავლიდა. ხოლო მიტროპოლიტმა დანიელმა ერთ-ერთ თანამოსაუბრეს უთხრა, რომ ბერობა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც სახლში მიიღო მწირი რუსეთიდან. ეს მწირი - იყო ბორისი, რომელიც მასთან 1 თვე ცხოვრობდა. (დავით აღმაშენებლისა და ჩელუსკინელების ქუჩების კუთხის სახლი, მე-4 სართული). ბორისი მთელი თვის მანძილზე არწმუნებდა მას, რომ მიეტოვებინა კინოკრიტიკა და გადასულიყო ღმერთის მსახურებაზე. მიტროპოლიტი სერგი კი ბორისის მიცემული ფულით  გაემგზავრა     ზაგორსკში - სემინარიაში  სასწავლებლად.  ხოლო  მიტროპოლიტმა კალისტრატემ,  ჯერ კიდევ  როცა  არქიმანდრიტი  იყო, ბორისის კონსულტაციების მიხედვით ააშენა ვახტანგ გორგასლის ეკლესია- მიშენება სიონის მარცხენა მხარეს. იმ დროს, როდესაც ბორისს უკვე უყურებდნენ - როგორც რუს შპიონს, ბორისი შეეკითხა კალისტრატეს: “არ გეშინია, მთელი სიონის თვალწინ შენს მანქანაში “რუს შპიონს” რომ სვამ?” რაზეც კალისტრატემ უპასუხა: “მე ვიცი, რომ შენ შპიონი ხარ, ოღონდ იქედან!” - და ხელი ზეცისაკენ გაიშვირა, რაც სინამდვილეს შეესაბამება და რისი აღიარებაც არავის არ უნდა, თავისდა საზიანოდ, მაგრამ ეს ვითარებას არ ცვლის. ბორისი იყო და არის ღვთის მსახური. მაშინაც კი, როდესაც ბორისი აშენებდა ღობეს სიონის წინ და მოვიდა პატრიარქის დამხმარე - იდა და უთხრა: უწმიდესი მეოთხეჯერ გამოვიდა აივანზე და თქვა: “რა ნელა მუშაობს ბორია.” რაზეც ბორისმა უპასუხა: “მე მისთვის არ ვმუშაობ, მე ვმუშაობ ღვთისთვის, ოღონდ მისი თანდასწრებით. მე შემიძლია ვიმუშაო როგორც საჭიროა, მაგრამ ჩქარა მუშაობა მე არ შემიძლია. თუ ჩემი მუშაობა პატრიარქს არ მოსწონს, მოიწვიოს სხვები, მე კი წავალ.” რაზეც იდამ მოიტანა პასუხი: “კარგი, ბორიამ იმუშაოს.”

          თითქმის 40 წელია რუსი ბორია შრომობს ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიისათვის და ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი გაკეთებულია უსასყიდლოდ საქართველოს აღორძინებისათვის. - თქვენ კი რა გაქვთ გაკეთებული? ღვთის წიმაშე ვინ უფროა ქართველი და მართლმადიდებელი - თქვენ თუ - ბორია?

          ჩვენი რწმენა ასეთია: “უფალო შეგვიწყალე, და მოგვმადლე ცათა სასუფეველი,” თქვენი რწმენა კი - სანთლების ანთება და “მოგვეცი, ღმერთო, კეთილდღეობა.” სახარების მიხედვით თქვენ საკუთარი თავის მტრები ხართ: “და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ.” (1კორ.15,19). აი, საქართველოს უბედურებების მიზეზი: “ასეა, ვისაც წუთისოფლის (ამ ცხოვრების) მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება.” (იაკობ.4,4). თქვენ გიყვართ, როცა გაქებენ, სახარება კი გვაფრთხილებს: “ვაი თქვენ, როცა ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე.” (ლუკ.6,26). ხოლო როცა ჩვენ გვლანძღავთ, სინამდვილეში ლანძღავთ ღმერთს, რადგან ჩვენ მისი მონები ვართ. (ლუკ.10,16). ჩვენ ამით მადლს გვიგროვებთ: “რადგან მადლი ის არის, თუ ვინმე .. უსამართლოდ იტანჯება...” (1პეტრ.2,19-23). თქვენ გასწავლიან რწმენას, რომ მხოლოდ სანთლები აანთოთ, ეს ძალიან სარგებლიანია, რადგან 1 კილოგრამი სანთლის მასალა ღირს 5 ლარი, ხოლო 1 კილოგრამი სანთელი 125 ლარი - 125-5=120 ლარი სუფთა მოგება. აი საიდან მოდის ჯიპები და მერსედესები, ასევე ტარიფებიდან: ნათლობა - 50 ლარი, ჯვრისწერა - 200 ლარი, წესის აგება - 100 ლარი, და ა.შ. ღმერთს ასეთი რამ არ უსწავლებია, არამედ თქვა: “უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.” (მათ.10,8). სანთელი - ეს არის ადამიანის გულის სიმბოლო. მაგრამ რადგან ადამიანს არ შეუძლია გული ამოიგლიჯოს და ღმერთს აჩვენოს, იგი გულს სანთელით ცვლის, ამიტომაც სანთელი უდა იყოს გაკეთებული საკუთარი ხელებით და სუფთა ცვილისაგან, და არა პარაფინისაგან - რომელიც ნავთობიდანაა. ღვთის შექმნილ ყველა ცოცხალ ორგანიზმს წითელი სისხლი აქვს, ხოლო ყველა მკვდარი მექინიზმი მოძრაობს შავი ნავთობპროდუქტების საშუალებით, რომლების მიწის სიღრმეებიდან მოიპოვება, იქ სადაც ჯოჯოხეთია. ასე რომ ნავთობი - “ეშმაკის სისხლია.” მაშინ როგორია ღვთის წინაშე თქვენი პარაფინის სანთლები? ან როგორ იწერთ პირჯვარს? სწორად გამოსახულ პირჯვარს აქვს 4 საერთო წერტილი ყველა ადამიანში: შუბლი, ჭიპი, მარჯვენა მხარი და მარცხენა მხარი. თქვენ კი როგორ იქნევთ ხელს და ამოყირავებულ ჯვარს  სახავთ   თქვენს   მუცელს?   განა   შეიძლება   მრუდე  იარაღიდან  ნადირის  მოკვლა? ასევე მრუდე ჯვრით თქვენ ეშმაკს ვერ დაამარცხებთ. როგორც თქვენ იქნევთ ხელს და ბუზებს აფრთხობთ, ასევე ერთ კაცს, რომელიც დაუდევრად იწერდა პირჯვარს, თავად ეშმაკი გამოეცხადა და უთხრა: “იქნიე, იქნიე, ჩვენი იქნები!” თქვენ არავინ გასწავლით სწორ და მართალ რწმენას. (მათ.10,8). ასე რომ ტარიფები ღმერთისა და რწმენის საწინააღმდეგოა. მონასტრები - მართლმადიდებლობის ციხესიმაგრეები იყო, ამიტომაც აქვთ შემოვლებული მაღალი კედლები და აქვთ ვიწრო შესასვლელი, სადაც ადრე მცველები იდგნენ. დღეს კი მონასტრების კარებები გაღებულია ყველა ერეტიკოსისათვის და მამათა მონასტრებს აწყდებიან ნახევრადშიშველი ქალები - საბანაო კოსტუმებში, ხოლო დედათა მონასტრებს შორტებიანი კაცები. ეს არის მართლმადიდებლობის ციხეების დანგრევა, და თქვენ გინდათ, რომ ჩვენ თქვენს კანონებს დავემორჩილოთ? - ნუ იყოფინ! ჩვენ ვემორჩილებით სახარების კანონებს, ჩვენთვისაა ძველი ქართველების რწმენა: “რაც იქნება, იქნება და იქნება ის, რაც ღმერთს ნებავს, რადგან ღმერთი მართავს სამყაროს.” თქვენ კი გააკეთეთ ის, რაც გინდათ, მაგრამ გახსოვდეთ: 10 ჩვენი მოწინააღმდეგე - მხოლოდ ისინი, რომლებიც ჩვენ ვიცით, ცოცხლები აღარ არიან: ჟვანია, შარაძე, გოგია, (პატრიარქის ძმისშვილი), ორი მათგანი, ვინც ჯვარი ააფეთქა, ორი სადგურის უფროსი, რომელთაც ჩვენი გაგდება უნდოდათ და სხვები. და ბევრმა, ვინც ჩვენ გვლანძღავდა, დაკარგა სამუშაო: მცხეთის პოლიციის უფროსმა - სამხარაძემ, სამხარეო პოლიციის უფროსმა - შალვა ქევხიშვილმა, მეტყევეთა ორმა შემადგენლობამ, ოთხმა მღვდელმა, ახლა მეხუთეა. ჩვენ არ გისურვებთ ამ ყველაფერს, ამიტომაც გაფრთხილებთ. როგორც ებრაელები ელოდებოდნენ მესიას და როცა ქრისტე მოვიდა, ჯვარსაცვეს იგი, ასევე ხართ თქვენც: ელოდებით ღვთისმშობლის მოსვლას, და როცა ის მოვიდა ჩვენს მსახურებაში, თქვენ დევნით მას, იმიტომ რომ თქვენი რწმენა მიწიერია, ჩვენი კი ზეციური,- აი, კონფლიქტის მიზეზი. ჩვენ თქვენ არ გეხებით, თქვენ კი იკბინებით, თქვენი რწმენა ბოროტებაა და არა ქრისტეს სიყვარული. ჯვარი - სიყვარულია ღვთისა. სიყვარული - რჯულია ღვთისა. ამ სიყვარულსა და რჯულს ვაშენებთ თქვენთვის, თქვენ კი ლანძღავთ ღმერთსაც და ჩვენც, რას მიიღებთ ღვთისაგან?! ღმერთმა მოგვცა მცნება: “მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი.” (იოან.13,34). “მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები.” (მათ.5,44-48). თქვენ კი რას აკეთებთ, საით მიდიხართ? თქვენთვის მუსულმანები არიან პარტნიორები და მეგობრები, კათოლიკეები და მონოფიზიტები - ძმები, ბაპტისტები და იეღოველები - კომპანიონები, ჩვენ კი - ჭეშმარიტი მართლმადიდებლები თქვენთვის ვართ - ერეტიკოსები და მტრები. მაშინ თავად თქვენ ვინა ხართ? საშინელ სამსჯავროზე ღმერთთან რას იტყვით? თუ თქვენ არასოდეს მოკვდებით? რა პასუხს გასცემთ ღმერთს?

         

         

        

სტატიები

მანანას ხილვა

სხვა სამყარო - სადაც ვიყავი, რაც მოვისმინე და განვიცადე - მანანა

Read more: მანანას ხილვა

სტატიები

The Best Bookmaker Betfair Review betfair cvisit from here.