................................. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური საძმო

  • Djvari_agmosavleti.jpg
  • PanoramaFRONT.jpg
  • panorama_djvari1.jpg
  • pan_clouds1.jpg
  • pan_gamoqv.jpg
  • Santlebi1.jpg

მთავარი

ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა

  მართლმადიდებლობა ნიშნავს ღვთის სწორად, ანუ მართლად დიდებას. ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის პირველი მაგალითი თავად უფალმა იესო ქრისტემ გვიჩვენა, როდესაც, ჯვარზე სატანჯველად მიმავალი, ლოცულობდა მამის მიმართ: “მამაო, მოვიდა ჟამი, ადიდე შენი ძე, რათა ძემაც გადიდოს შენ.” (იოან.17,1). ქრისტე ღმერთი - ყოვლისშემძლე, უცოდველი, ნებაყოფილობით მიდის ჯვარზე სატანჯველად და ეს არის მისთვის მამისა და საკუთარი თავის დიდება. აი, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის მაგალითი. ჭეშმარიტი მართლმადიდებ-ლობის ეს მაგალითი გვიჩვენეს ქრისტეს მოწამეებმა, რომლებიც, ბაძავდნენ რა ქრისტეს, ასევე ნებაყოფილობით მიდიოდნენ ტანჯვაზე. მოციქულთა თავი პეტრეც გვასწავლის Qჭეშმარიტი მართლმადიდებლობის შესახებ: “რადგან მადლი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღვთის გულისათვის იტანს გასაჭირს... ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს გაჰყვეთ.” (1პეტრ.2,19-23). აი, გზა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ. მაგრამ თავად ადამიანს, თავისი ადამიანური, ადამის ცოდვიანი ბუნებით, არ შეუძლია ამ გზაზე დადგომა, რადგანაც მასში მოქმედებს ეშმაკისაგან აღძრული სიკვდილის შიში. და როგორც უფალი იესო ქრისტე თვითონ წავიდა ჯვარზე სატანჯველად, ამავე გზაზე იგი ხელმძღვანელობს ადამიანსაც, თუკი ეს ადამიანი ემსახურება ქრისტიანობის მთავარ მიზანს: “ისე, რომ რწმენით დამკვიდრდეს ქრისტე თქვენს გულებში.” (ეფეს.3,17).…ადამმა დაკარგა კავშირი ღმერთთან – სულიწმიდასთან, ხოლო ნათლობის შემდეგ, მირონცხების საიდუმლოს აღსრულებისას, ხდება ამ დანაკარგის აღდგენა, როდესაც მღვდელი სცხებს მონათლულს მირონს სიტყვებით: “ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა.” იოანე მახარებელიც ამოწმებს ამის შესახებ: “ხოლო ცხებულება, რომელიც თქვენ მიიღეთ მისგან თქვენში რჩება... მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს... რასაც ის გასწავლით, მასში დარჩით.” (1იოან.2,27). მასწავლებელი და ხელმძღვანელი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ამ გზაზე არის თავად ღმერთი - სულიწმიდა…და ამიტომაც აუცილებელია მისი მოსმენა და მორჩილება. მაგრამ ადამიანში, ადამის ცოდვის შედეგად, მოქმედებს საკუთარი ნება: ცრუ, ყალბი, რომელიც აუკუღმართებს ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას, რაზეც თავად ქრისტე ამბობს: “მე ბევრი უნდა ვიტანჯო და მოკლულ ვიქნე... ვისაც უნდა რომ მომყვეს, (უდანაშაულო ტანჯვაზე), უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი (ტანჯვა) და გამომყვეს. (ცათა სასუფეველში).” (მათ.16,21-25). აი, ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის არსი: არ უსმინო საკუთარ თავსა და საკუთარ რელიგიურ ნებას, რომელიც გკარნახობს: “იარე ეკლესიაში, აკეთე  სიკეთე,  ილოცე,  იმარხულე,”  და  ა.შ.,  არამედ  აკეთო ეს ყველაფერი სულიწმიდისაგან, საკუთარი თავისა და ნების მოსმენის გარეშე.


   დღევანდელი ქრისტიანების უმეტესობა უშვებს ერთ შეცდომას: ისინი თვითონ ცდილობენ საკუთარი თავის გადარჩენას, და სამწუხაროდ ამასვე ასწავლის დღევანდელი სამღვდელოებაც. თუმცა ეს არ არის სიახლე:  ჯერ კიდევ 200 წლის წინ, წმიდა სერაფიმე საროველი ასწავლიდა მოტოვილოვს ქრისტიანული ცხოვრების მიზნის შესახებ, რადგან უკვე მაშინ სამღვდელოებამ არ იცოდა თუ რა იყო ქრისტიანული რწმენის მიზანი: “უფალმა გამომიცხადა, - თქვა მადლმოსილმა ბერმა, - რომ ბავშვობაში თქვენ გულმოდგინებით ცდილობდით იმის გაგებას, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მიზანი და მრავალი დიდი სასულიერო პირისათვის არაერთხელ დაგისვამთ შეკითხვა ამის შესახებ... მაგრამ არცერთმა მათგანმა არ გიპასუხათ გარკვევით. თქვენ გეუბნებოდნენ: იარე ეკლესიაში, ილოცე, აკეთე სიკეთე, - აი შენი ქრისტიანული ცხოვრების მიზანი... მაგრამ ისინი არ გეუბნებოდნენ ისე, როგორც საჭიროა, და აი, მე – გლახაკი სერაფიმე, განგიმარტავთ ახლა თუ რაში მდგომარეობს სინამდვილეში ეს მიზანი.


   ლოცვა, მარხვა, ღამისთევა და ყოველი სხვა ქრისტიანული საქმე, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ისინი თავისთავად, მარტო მათ ქმნაში როდია ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მიზანი, თუმცა ისინი აუცილებელ საშუალებებს წარმოადგენენ ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების ჭეშმარიტი მიზანი კი არის ღვთის სულიწმიდის მოპოვება. ხოლო მარხვა, ლოცვა, მოწყალება და ყოველი ქრისტეს გულისათვის გაკეთებული საქმე, მხოლოდ საშუალებებია ღვთის სულიწმიდის მოსაპოვებლად.” (წიგნიდან “ბერი სერაფიმე საროველის საუბარი ნ.ა. მოტოვილოვთან ქრისტიანული ცხოვრების მიზნის შესახებ.” 3 თავი, გვ. 7-8). ზუსტად იგივე შეცდომას უშვებს დღევანდელი სამღვდელოება, რომელიც მხოლოდ ამას ასწავლის: “იარე ტაძარში, თქვი აღსარება, ეზიარე” და ეს მიიჩნევა დღეს ქრისტიანული ცხოვრების მიზნად. საკითხის ასე დაყენების შემთხვევაში, მოქმედ ძალას ამ დროს - თავად ადამიანი, მისი დაცემული ბუნება წარმოადგენს. ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაში კი - მთავარი მოქმედი ძალა არის თავად ღმერთი სულიწმიდა, რომლის მოპოვებაც წარმოადგენს ქრისტიანული ცხოვრების მიზანს. უფალი ამის შესახებ სახარებაში ამბობს: “ვინც არ შეკრებს ჩემთან, განაბნევს. (მთ.12,30). “კაცთათვის ეს (ხსნა) შეუძლებელია, ხოლო ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია.” (მთ.19,26). “ვისაც სურს თავის სულს გაუფრთხილდეს, ის დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაკარგავს სულს, ის მოიპოვებს მას.” (მთ.16,26).


    ასევე წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი, თავის წიგნში “მართლმადიდებლობის შესახებ” ტირილით ამბობს: “მწარე ქვითინის ღირსია სანახაობა: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან რაში მდგომარეობს ქრისტიანობა!... ქრისტიანებო! შეიცანით ქრისტე! გაიგეთ, რომ თქვენ არ იცნობთ მას, რომ თქვენ უარყოფდით მას, როდესაც აღიარებდით ხსნის შესაძლებლობას მის გარეშე, რაღაც კეთილი საქმეების გამო! ის, ვინც აღიარებს ხსნის შესაძლებლობას ქრისტესადმი რწმენის გარეშე... ვარდება ღვთის გმობის მძიმე ცოდვაში.” ლოცვაში “მამაო ჩვენო” ყველა მიმართავს უფალს: “იყავნ ნება შენი,” თვითონ კი საკუთარ ნებას ჰყოფენ, იმის გაუცნობიერებლად, რომ ამით ატყუებენ ღმერთს. როგორც ტყეში გზააბნეულს არ შეუძლია გამოსვლა თავისით, სხვა, გზის მცოდნე ადამიანის გარეშე, არამედ უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს მას და არ უნდა გააჩნდეს არანაირი@ საკუთარი ნება, ასევე ჩვენც – არ შეგვიძლია ზეცაში დაბრუნება ჩვენი ნებით, ღვთის ნებისადმი უსიტყვო მორჩილების გარეშე, რამეთუ ღმერთი მართავს სამყაროს და ჩვენც პირველ რიგში, ისე რომ “ბეწვიც არ დაიკარგება თქვენი თავიდან.” (ლუკ.21,18).


   ადამიანები  კი,  სამწუხაროდ,  თვითონ  ცდილობენ გადაირჩინონ თავი: “რადგან ღვთის სიმართლე ვერ შეიცნეს და ცდილობდნენ საკუთარი სიმართლის დადგენას და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.” (რომ.10,2-3). საჭიროა მხოლოდ ის, რომ წარვუდგინოთ ჩვენი თავი ქრისტეს, იმ რწმენით, რომ ღმერთი მართავს სამყაროს, რამეთუ ქრისტეს სიყვარულითაა გარემოცული ის, ვინც მკვდარია ქრისტეს გულისთვის. (2კორ.5,14-15). ხოლო ამ ცხოვრებისათვის ცოცხლებს - გარემოიცავს სატანა. (ებრ.2,14-15). ჩვენ მხოლოდ უნდა დავემორჩილოთ ღვთის ნებას: რაც იქნება, იქნება, ყოველივე ღვთის სახიერი ნებით ხდება. ამაში მდგომარეობს სულის ხსნის მთელი არსი და უბრალოება, როგორც ამას გვასწავლის პავლე მოციქული: “მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი გონება და არ გარდახდეთ სიწრფოებისაგან (უბრალოებისაგან) ქრისტეში. (2კორ.11,3). სწორედ ამგვარად მოქმედებს ახლა ეშმაკი ქრისტიანთა გონებაში, უბიძგებს მათ უგუნური, თვითნებური მოშურნეობისაკენ, ღმერთის გარეშე და საკუთარი ძალებით მოქმედებისაკენ ღვთის ნაცვლად.


   სიტყვაში ანტიქრისტე: ანტი – ნიშნავს ნაცვლად, ქრისტეს ნაცვლად. სულის ხსნის თვითნებური მცდელობით ადამიანები თვითონ იგდებენ თავს ანტიქრისტეს ხელში და თაყვანს სცემენ მას საკუთარი თვითნებობით. ჩვენ გვინდა გავაფრთხილოთ ადამიანები, რომ არ დაადგნენ ამ საშიშ გზას, ამიტომაც შევახსენებთ მათ თავად ღმერთის მიერ წარმოთქმულ მართლმადიდებლობის საფუძვლებს: “დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა... ფრიად ტანჯულიყო... მოკლული ყოფილიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო.” (მთ.16,21-26). “...მოიმოწაფეთ ყველა ხალხი... ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე.” (მთ.28,19-20).


    იკითხე ყოველდღე სახარება და შეამოწმე შენი თავი, თუ როგორ ასრულებ ღვთის ნებას, გულწრფელად შეინანე ცოდვები და ღვთის მოწყალებით  ცხონდები და შეხვალ მარადიულ ცხოვრებაში. ცხოვრება - ეს არის ბრძოლა, ოღონდ არა სიცოცხლისათვის, არამედ ბრძოლა ბოროტებასთან - საკუთარ თავში. ამ ბრძოლაში ყოველივე უნდა გადავცეთ ღვთის, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ნებას, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.    

The Best Bookmaker Betfair Review betfair cvisit from here.